• 28-06-2023
    ოფიციალურად: კაი ჰავერცი "არსენალის" ფეხბურთელია
    ოფიციალურად: კაი ჰავერცი "არსენალის" ფეხბურთელია
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალმა" თანაქალაქელი "ჩელსისგან" კაი ჰავერცის ყიდვა ოფიციალურად დაადასტურა.

    გერმანელ ნახევარმცველში "მეთოფეებმა" 65 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. მან კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

    როგორც "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელის, მიკელ არტეტას განცხადებიდან ვასკვნით, 24 წლის ვარსკვლავს იგი თავისი გუნდის ნახევარდაცვაში ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ "არისტოკრატები" კაის თავდამსხმელად ათამაშებდნენ.

    "კაი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. არის ძალიან მრავალმხრივი და სათამაშო ინტელექტით დაჯილდოებული. იგი ჩვენს ნახევარდაცვას დიდ ძალასა და მრავალფეროვნებას შესძენს.

    მოუთმენლად ველოდებით პრესეზონის გახსნასა და კაისთან მუშაობის დაწყებას," - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

    ჰავერცი "არსენალის" პირველი ტრანსფერია მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. ლონდონელები "ვესტ ჰემიდან" დეკლან რაისის, ხოლო "აიაქსიდან" - იურიენ ტიმბერის წაყვანასაც უახლოვდებიან.


    Facebook კომენტარები