• 29-06-2023
    საუდის არაბეთის ფონდი კვარაცხელიას უმიზნებს - რომელ გუნდში სურთ ხვიჩას წაყვანა
    საუდის არაბეთის ფონდი კვარაცხელიას უმიზნებს - რომელ გუნდში სურთ ხვიჩას წაყვანა
    Author of the article
    Aa

    ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლის შესახებ საუბარი მინელდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების 22 წლის ვარსკვლავს მსურველები აღარ ჰყავს.

    გავრცელებული ცნობების თანახმად, ხვიჩა ისევ იმყოფება "ნიუკასლ იუნაიტედის" რადარზე.

    "ჯორდებს" საუდის არაბეთის განვითარების ფონდი ფლობს, 430 მილიარდიანი განვითარების ბიუჯეტით. თუ ევროპაში არიან კლუბები, რომლებსაც "პარტენოპეის" ფინანსური მადის დაკმაყოფილება არ გაუჭირდებათ, ერთ-ერთი მათგანი სწორედ "ნიუკასლია".

    ინგლისური პრესა ადრე წერდა, რომ "კაჭკაჭები" კვარას წელიწადში 12 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურებას შესთავაზებდნენ.

    ასეა თუ ისე, მაინც ნაკლებსავარაუდოა, "ნაპოლი" ხვიჩას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე შეელიოს. "პარტენოპეიმ" უკვე დაკარგა ერთი ლიდერი, კიმ მინ-ჯეს სახით, უშვებს ვიქტორ ოსიმენსაც და აურელიო დე ლაურენტისის მიერ კვარაცხელიას გაყიდვაც გუნდისთვის ლამის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების ტოლფასი იქნება.

    შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი კვარაცხელიამ 14 გოლითა და 14 საგოლე გადაცემით ჩაამთავრა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები