• 18-07-2023
    "მილანმა" ტარემისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
    "მილანმა" ტარემისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
    Author of the article
    Aa

    ნახევარდაცვის მეტნაკლებად დაკომპლექტების შემდეგ, "მილანის" პრიორიტეტი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერებაა. 

    როგორც მოგეხსენებათ, ალვარო მორატას ვარიანტი ნელ-ნელა გამოირიცხა,  "როსონერი" კი "ვილიარეალის" ფორვარდ არნო დანჟუმას და "პორტუს" ფეხბურთელ მეჰდი ტარემის ვარიანტებს განიხილავს.

    როგორც ცნობილია, იტალიურმა გრანდმა ორივე ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. "როსონერი" 30 წლის მეჰდის 3-წლიან ხელშეკრულებას და ანაზღაურების სახით 3 მილიონ ევროს დაჰპირდა. შესაბამისად, ახლა ჯერი კლუბთან შეთანხმებაზეა.

    "MilanNews"-ის ინფორმაციით, ძალიან მალე "მილანის" წარმომადგენლები "პორტუსთან" მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან და ფეხბურთელისთვის 15-მილიონიან შეთავაზებას გააკეთებენ, თუმცა ცნობილია, რომ პორტუგალიურ მხარეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ 20-22 მილიონი სჭირდება.

    ცნობისთვის, ირანელი ფეხბურთელი "პორტუში" 2020 წლიდან თამაშობს. მენდიამ 147 ოფიციალურ მატჩში 80 გოლი და 49 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

    Facebook კომენტარები