• 27-07-2023
    "ნაპოლიმ" და "ფიორენტინამ" შეიძლება ნახევარმცველები გაცვალონ
    "ნაპოლიმ" და "ფიორენტინამ" შეიძლება ნახევარმცველები გაცვალონ
    Author of the article
    Aa

    Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლიმ" და "ფიორენტინამ" შეიძლება ნახევარმცველები გაცვალონ.

    კლუბებმა დიეგო დემესა და გაეტანო კასტროვილის ბარტერზე დაიწყეს ფიქრი. 

    კასტროვილი 26 წლის იტალიელია, რომელსაც "ფიორენტინასთან" კონტრაქტი გაისად ეწურება. "ვიოლა" გაეტანოს ხელშეკრულებას ვერ უხანგრძლივებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი უფასოდ დაკარგვის საფრთხის ქვეშ დგას. სწორედ ამიტომ, მას აგვისტოში ტრანსფერზე დააყენებენ.

    რაც შეეხება დემეს, მას სათამაშო დრო სურს, "პარტენოპეიში" კი ამას ვერ იღებს. "ფიორენტინას" გერმანელისთვის სათამაშო პრაქტიკის გარანტიის მიცემა შეუძლია. ტრანსფერი კასტროვილის ჩართვის გარეშეც შეიძლება განხორციელდეს.

    ნეაპოლელებს "ვიოლას" წინადადებისთვის პასუხი ჯერ არ გაუციათ.

    დემეს ბერლინის "ჰერტასაც" უკავშირებენ. მიუხედავად მისი უმნიშვნელო როლისა "ნაპოლიში", კლუბი 31 წლის ფეხბურთელს იაფად არ შეელევა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები