• 26-07-2023
    ვინ დაარტყამს პენალტებს ნაპოლიში - რუდი გარსიამ გადაწყვეტილება მიიღო
    ვინ დაარტყამს პენალტებს ნაპოლიში - რუდი გარსიამ გადაწყვეტილება მიიღო
    Author of the article
    Aa

    იტალიური Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ გუნდში სტანდარტების შემსრულებელი შეარჩია.

    როგორც წყარო ირწმუნება, ფრანგი სპეციალისტი პენალტების, საჯარიმო დარტყმებისა და კუთხურების შემსრულებლად "პარტენოპეის" 22 წლის ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებს.

    გარსიას გადაწყვეტილების პირველი ნიშნები "სპალთან" გამართულ ამხანაგურ მატჩშიც გამოჩნდა. კვარამ იქ რამდენიმე კუთხური ჩააწოდა.

    გასულ სეზონში ხვიჩას კუთხურებისა და საჯარიმო დარტყმების შესრულების შესრულების შანსი თითქმის არასდროს ეძლეოდა. სამაგიეროდ, მან რამდენჯერმე პენალტი დაარტყა, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ქართველი ამ კომპონენტში შეუცდომელი გახლდათ.

    მართალია, კვარაცხელიას აქტივში გატანილი თერთმეტმეტრიანებიცაა, მაგრამ გვახსოვს მის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გაფუჭებული 2 პენალტიც - "ნაპოლის" 77-ე ნომერს მიზანმა მიუნხენგლადბახის "ბორუსიასა" და "მილანის" წინააღმდეგ უმტყუვნა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები