• 14-06-2023
    ლეაუ: "მილანიდან" წასვლაზე არასდროს მიფიქრია"
    ლეაუ: "მილანიდან" წასვლაზე არასდროს მიფიქრია"
    Author of the article
    Aa

    "მილანის" შემტევმა, რაფაელ ლეაუმ "პსჟ-ს "მხრიდან მის მიმართ არსებული ინტერესი უარყო.

    პორტუგალიელი აცხადებს, რომ "როსონერის" დატოვებას არ აპირებს.

    "მილანის დატოვება არასოდეს მიფიქრია, ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის აქ დარჩენა და გუნდთან ერთად ისტორიის შექმნა იყო.

    მილანში დარჩენა იქამდე მქონდა გადაწყვეტილი, ვიდრე ახალ კონტრაქტს გავაფორმებდი, სხვა გუნდზე არასოდეს მიფიქრია და არც მოლაპარაკებები გამიმართავს", - ამბობს ლეაუ.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები