• 23-06-2023
    ზაჰასთვის "რომა" და "ლაციო" იბრძოლებენ
    ზაჰასთვის "რომა" და "ლაციო" იბრძოლებენ
    Author of the article
    Aa

    ლონდონური "კრისტალ პალასის" 30 წლის შემტევისთვის, უილფრიდ ზაჰასთვის რომის "ლაციო" და "რომა" იბრძოლებენ.

    კოტ-დ'ივუარელ შემტევს "არწივებთან" კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. მაშასადამე, ზაჰა თავისუფალი აგენტების ბაზარზე გადის და მისი დამატება უფასოდ იქნება შესაძლებელი.

    უილფრიდს "რომას" უკვე დიდი ხანია უკავშირებენ, მაგრამ ფაბრიციო რომანო წერს, რომ საგაში "ჯალაროსის" მოსისხლე მტერიც ერთვება. "ლაციალემ" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ფეხბურთელთან.

    დედაქალაქური კლუბის თავკაცი მაურისიო სარი თავდამსმელს ეძებს, რომელსაც ჩირო იმობილეს რეზერვისტის როლს მისცემს. 

    თავდამსხმელი სჭირდებათ "მგლებსაც", რადგან ტამი აბრაჰამმა ტრავმა მიიღო და მისი მინდორზე წელს დაბრუნება გამორიცხულია.

    რომანოს თქმით, ზაჰას შეთავაზებები უხვად აქვს. გადაწყვეტილებას იგი სულ მალე მიიღებს.

    გასულ სეზონში უილფრიდმა 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "კრისტალ პალასს" ის 7 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით დაეხმარა.

    Facebook კომენტარები