• 22-02-2024
    "იუვენტუსმა" შჩესნის შემცვლელად დი გრეგორიო შეარჩია
    "იუვენტუსმა" შჩესნის შემცვლელად დი გრეგორიო შეარჩია
    Author of the article
    Aa

    ტურინის "იუვენტუსი" ვოიცეხ შჩესნის გრძელვადიან შემცვლელს ეძებს და სამიზნედ "მონცას" კარის დარაჯი, მიშელე დი გრეგორიო ამოარჩია.

    33 წლის პოლონელი "ბიანკონერისთვის" მიმდინარე სეზონშიც მნიშვნელოვანი ფიგურაა, სერია ა-შიც 23 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა ვოიცეხს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება, პიემონტელებმა კი უკვე დაიწყეს მის მემკვიდრეზე ფიქრი.

    Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დი გრეგორიო "ზებრებს" ერთ-ერთ საუკეთესო კანდიდატად მიაჩნიათ. ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

    მიუხედავად იმისა, რომ მიშელეს წარსულში მილანის "ინტერსა" და სამირ ჰანდანოვიჩს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავთ, იგი "იუვეს" მაინც სიამოვნებით შეუერთდება.

    "მონცა" 25 წლის კიპერს 20 მილიონ ევროდ აფასებს და ზაფხულში მის გაყიდვაზე თანახმა იქნება.

    დი გრეგორიომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში კარი მშრალად 11-ჯერ შეინახა და 19 გოლი გაუშვა.

    Facebook კომენტარები