

როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს მე-20 ტურის მატჩში ერთმანეთს "ნაპოლი" და "რომა" დაუპირისპირდებიან. დღეს გაიმართა მატჩისწინა პრესკონფერენცია, რომელზეც "ჯალაროსის" თავკაცმა თავისი მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა.
"ნაპოლი" ფაქტობრივად ჩემპიონია. ვულოცავ სპალეტის. მან ბრწყინვალე სამუშაო გასწია. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იუბილე მომილოცა. საჩუქრები და შეტყობინებები უხვად მივიღე.
"ნაპოლის" დიბალას დონის მოთამაშე არ ჰყავს.
როცა "ტოტენჰემში" ვმუშაობდი, იქ კიმის წაყვანა მსურდა. მას რამდენჯერმე გავესაუბრე, მაგრამ "სპურსი" 5 მილიონ ევროს იხდიდა, "ფენერბაჰჩე" კი 10 მილიონს ითხოვდა.
სმოლინგი ბრწყინვალე ფორმაშია და ამით ბედნიერი ვარ. დარწმუნებული ვარ, აქ დარჩენა ენდომება," - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ნეაპოლურ-რომაული დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.