• 12-08-2023
    ანჩელოტის მენდის შენარჩუნება სურს - რა ბედი ელის ფრანგს
    ანჩელოტის მენდის შენარჩუნება სურს - რა ბედი ელის ფრანგს
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველის ფერლან მენდის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია დაიწერა.

    Diario AS-ის ინფორმაციით, ყველაფრის მიუხედავად, კარლო ანჩელოტის ფრანგი უკანახაზელის შენარჩუნება სურს, თუმცა კლუბს განსხვავებული პოზიცია აქვს. მათ სურთ, რომ მენდი გაყიდონ და ეს მოხდება კიდეც, თუ მადრიდელები კარგ შეთავაზებას მიიღებენ.

    აღსანიშნავია, რომ საფრანგეთიდან და ასევე საუდის არაბეთიდან მის მიმართ ინტერესს იჩენენ.

    წყარო აქვე დასძენს, რომ კარლოს მომავალი სეზონისთვის ორი მარცხენა მცველის ყოლა სურს. ერთი ფრან გარსიაა, მეორე კი მისი აზრით, მენდი უნდა იყოს.

    Facebook კომენტარები