• 06-02-2024
    ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულში "ბარსელონას", სავარაუდოდ, დატოვებენ
    ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულში "ბარსელონას", სავარაუდოდ, დატოვებენ
    Author of the article
    Aa

    ცნობილმა გამოცემა "Sport"-მა კატალონიის "ბარსელონას" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    კერძოდ, წყარომ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულში "ბლაუგრანას", სავარაუდოდ, დატოვებენ.

    როგორც ირკვევა, იმის შანსი, რომ სერხი რობერტო და მარკოს ალონსო კატალონიელთა რიგებში დარჩნენ, ძალიან დაბალია.

    რობერტოზე უკვე დაიწერა, რომ კლუბი მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ გეგმავს.

    აქვე გეტყვით, რომ ორივე მათგანს "ბარსასთან" ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.

    Facebook კომენტარები