• 15-07-2023
    "აიაქსსა" და ტადიჩს შორის კონტრაქტი გაწყდა
    "აიაქსსა" და ტადიჩს შორის კონტრაქტი გაწყდა
    Author of the article
    Aa

    ამსტერდამის "აიაქსსა" და გუნდის სერბ ნახევარმცველს, დუშან ტადიჩს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

    "კლუბის დატოვების გადაწყვეტილება ძალიან რთული მისაღები იყო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ახლა სწორი დროა. ჩემი აზრით, ეს არა მხოლოდ ჩემთვისაა კარგი, არამედ გუნდისთვისაც, რათა ახალი სეზონი განახლებულად დაიწყონ. 

    ყოველთვის დავრჩები "აიაქსის" ფეხბურთელად და ვიმედოვნებ, რომ ამსტერდამში მალე დავბრუნდები, ოღონდ განსხვავებულ, მწვრთნელის როლში," - თქვა 34 წლის ფეხბურთელმა.

    მოარული ხმების მიხედვით, ტადიჩი "აიაქსის" შემადგენლობის ხარისხით უკმაყოფილო გახლდათ და სწორედ ამიტომ მოითხოვა გუნდიდან წასვლა.

    დუშანი ამსტერდამულ კლუბს 2018 წელს, "საუთჰემპტონიდან" შეუერთდა. მასში "ღვთის შვილებმა" 13.7 მილიონი ევრო გადაიხადეს.

    ტადიჩმა "აიაქსში" 241 მატჩი ითამაშა, გაიტანა 105 გოლი და გააკეთა 112 ასისტი. მან 3-ჯერ მოიგო ერედივიზიონი, 2-ჯერ აღმართა ნიდერლანდების თასი და ერთხელ ნიდერლანდბეის სუპერთასის გამარჯვებულიც გახდა.

    Facebook კომენტარები