• 14-07-2023
    ოფიციალურად: იურიენ ტიმბერი "არსენალის" ფეხბურთელია
    ოფიციალურად: იურიენ ტიმბერი "არსენალის" ფეხბურთელია
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალმა" ამსტერდამის "აიაქსიდან" 22 წლის მცველის, იურიენ ტიმბერის შეძენა ოფიციალურად დაადასტურა.

    ნიდერლანდელი ფეხბურთელი "მეთოფეებს" 40 მილიონი ევრო დაუჯდათ. ბონუსების ჩათვლით, ამ თანხამ შეიძლება 45 მილიონს უწიოს. 

    "ამ დიდებულ კლუბში თამაშის შესაძლებლობა მაღელვებს და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ. რა თქმა უნდა, ველოდები ფანებთან სტადიონზე შეხვედრასაც.

    მომწონს ის მანერა, რომლითაც "არსენალი" თამაშობს. ეს "აიაქსის" სტილს მაგონებს. ვხედავ ბევრ მსგავსებას ამ ორ კლუბს შორის. ბურთის სიღრმიდან ამოტანას ვანიჭებ უპირატესობას," - უთხრა იურიენმა კლუბის ოფიციალურ არხს.

    ტიმბერს შეუძლია როგორც მარჯვენა, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში. მისი ტრანსფერი ლონდონელთა შემადგენლობის სიღრმეს შესამჩნევად გაზრდის. რა თქმა უნდა, ნიდერლანდელი "ემირეიტსზე" სასტარტო შემადგენლობის წევრობის ამბიციით მოდის.

    იურიენი "არსენალის" 12-ნომრიან მაისურს მოირგებს. ეს ნომერი გასულ სეზონში ვილემ სალიბას ჰქონდა დაკავებული, თუმცა სალიბას ზურგზე ახლა 2 ნომერი ეწერება.

    Facebook კომენტარები