• 08-07-2023
    "ახალი გამოწვევები მსურს" - ჯაკა "არსენალიდან" წასვლის მიზეზებზე
    "ახალი გამოწვევები მსურს" - ჯაკა "არსენალიდან" წასვლის მიზეზებზე
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, 30 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველი, გრანიტ ჯაკა ლონდონის "არსენალიდან" ლევერკუზენის "ბაიერში" გადაბარგდა.

    ვეტერანმა შუახაზელმა Keystone-SDA-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც "ფარმაცევტებში" გადაბარგების მიზეზებზე ისაუბრა.

    "ყველგან მხვდებოდა სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ჩემი მეუღლე ინგლისში ბედნიერი აღარ იყო. ეს სიმართლე არ არის. ფაქტი ის გახლავთ, რომ მუდამ ახალი გამოწვევებისკენ მივილტვი.

    "არსენალში" გატარებული შვიდი წლის შემდეგ რაღაც სრულიად ახლის დრო მოვიდა. სიმონ როლფესთან (ლევერკუზენის სპორტული დირექტორი) და ჩაბი ალონსოსთან საუბრებმა მიმახვედრა, რომ "ბაიერში" გრძელვადიანი, ღირებული პროექტი იქმნება და იგი ჩემთან 100%-ით თავსებადია.

    ამ კლუბს გერმანიასა და ევროპაში დიდი სახელი აქვს. მის წარმატებულობაში მარწმუნებს იდეა და მისი მართვის სტილი. აქ ყოველთვის თამაშობდნენ კარჰი ფეხბურთელები. მომწონს სიმშვიდე და წესრიგი," - ამბობს ჯაკა.

    გეტყვით, რომ გრანიტს გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქამდეც ჰქონია. 2012-2016 წლებში იგი მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" ღირსებას იცავდა.

    "ლევერკუზენმა" ჯაკას სანაცვლოდ 21.4 მილიონი ფუნტი გადაიხადა. შვეიცარიელმა "ფარმაცევტებთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

    Facebook კომენტარები