• 24-01-2024
    ჩავი კიმიხზე მუშაობს - "ბაიერნში" შიში შეეპარათ
    ჩავი კიმიხზე მუშაობს - "ბაიერნში" შიში შეეპარათ
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნს" გერმანელ ნახევარმცველს, იოზუა კიმიხს "ბარსელონას" ლამის ყველა სატრანსფერო ფანჯარაზე უკავშირებენ. როგორც ჩანს, ეს ტრადიცია არც უახლოეს მომავალში დაირღვევა.

    BILD-ის ჟურნალისტ კრისტიან ფალკის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერში" შიშობენ, რომ "ბლაუგრანა" კიმიხის 2025 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას გეგმავს.

    წყაროს თანახმად, ჩავი ერნანდესი იოზუას დარწმუნებას დიდი ხანია ცდილობს. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცი 30 წლის შუახაზელისთვის ნამდვილად წარმოადგენს ავტორიტეტს, რადგან კიმიხს არაერთხელ ინტერვიუში უთქვამს, რომ მისი კუმირი სწორედ "მაესტრო" გახლდათ.

    ცხადია, ბავარიელებს არ სურთ, რომ თავიანთი ვარსკვლავი უფასოდ დაკარგონ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კლუბმა, მომდევნო ზაფხულში გერმანელთან დაკავშირებით შეთავაზებები მიიღონ.

    იმის გათვალისწინებით, რომ კიმიხს ბავარიელებთან კონტრაქტი 1 წელიწადში ეწურება, მისი გასხვისება კლუბს შეღავათიან ფასად მოუწევს.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში იოზუამ 1 გოლი და 6 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები