• 13-02-2024
    ფლიკი "ბაიერნში" და ტუხელი "ბარსაში"? - შესაძლო სცენარი
    ფლიკი "ბაიერნში" და ტუხელი "ბარსაში"? - შესაძლო სცენარი
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთა შორის ყველაზე რეალურად ჰანსი ფლიკი მიიჩნეოდა, თუმცა დღეს გავრცელებულ ცნობებს თუ დავეყრდნობით, 58 წლის სპეციალისტის სამუშაო ადგილი შეიძლება სულ სხვაგან მოიძებნოს.

    BILD-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობის ზოგიერთ წევრს გუნდის სწორედ ფლიკისთვის ჩაბარება უნდა. უკვე შედგა რამდენიმე გასაუბრებაც.

    წყაროს თანახმად, ჰანსი "რეკორდმაისტერს" თვალს აქტიურად ადევნებს, თუმცა "ბლაუგრანას" ინტერესსაც დიდ პატივად მიიჩნევს.

    BILD-ის ამ ცნობებს ესპანური SPORT გამოეხმაურა, რომელმაც საკმაოდ საინტერესო ვერსია შემოგვთავაზა.

    "თუ თომას ტუხელი "ბაიერნს" დატოვებს და მისი შემცვლელი ჰანსი ფლიკი იქნება, ტუხელიც შეიძლება "ბარსელონა" დაინტერესდეს," - ვკითხულობთ სტატიაში.

    შეგახსენებთ, რომ ტუხელის ბავარიული გრანდიდან გაშვების საფრთხე ახლა საკმაოდ რეალურია, რადგან მისი გუნდი ბუნდესლიგის ლიდერ "ლევერკუზენს" 5 ქულით ჩამორჩება და დამაკმაყოფილებელს ვერც თამაშის ხარისხს ვუწოდებთ.

    Facebook კომენტარები