• 13-02-2024
    სარი: "ხვალ ძლიერ "ბაიერნს" ველოდები"
    სარი: "ხვალ ძლიერ "ბაიერნს" ველოდები"
    Author of the article
    Aa

    რომის "ლაციოს" მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი მის ფეხბურთელებს "ბაიერნთან" მერვედფინალური მატჩით სიამოვნების მიღებისკენ მოუწოდებს, თუმცა აფრთხილებს, რომ ბავარიელები შეცდომებს არ დაუშვებენ.

    "თუ იმ განწყობით გავალთ მოედანზე, რომ ამ ბარიერის გადალახვა შეუძლებელია, წინასწარვე წაგებულები ვიქნებით.

    ენთუზიაზმი და თვითრწმენა უნდა გვქონდეს. ეს კარგი თამაშია, რომლის მოგებაც გვინდა. ვეცდებით, რომ ნებისმიერ ფასად გავიმარჯვოთ. თუ უნდა ვიტანჯოთ, ესეც ერთად უნდა გავაკეთოთ. ხვალ რთული მომენტები იქნება, მაგრამ ისინი უნდა დავძლიოთ. მიუნხენის "ბაიერნის" მსგავს გუნდებთან ამას ვერ აცდები. იმის საპირისპიროდ უნდა მოვიქცეთ, როგორც "ინტერთან", სუპერთასზე მოვიქეცით.

    არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს თამაშია და მისით სიამოვნება უნდა მივიღოთ.

    ძლიერ "ბაიერნს" ველოდები. ასეთ გუნდებს შიდა ჩემპიონატებში შეიძლება უჭირდეთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე შეცდომები მაინც არ დაუშვან.

    წლების წინ მადრიდის "რეალთან" შეხვედრისთვის ვემზადებოდი. ლა ლიგაში მათ ბოლო რამდენიმე მატჩს ვუყურე, მაგრამ მოედანზე გასვლის წამიდან სულ სხვანაირი შეგრძნება დამეუფლა," - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

    შეგახსენებთ, რომ "ლაციალესა" და "ბაიერნის" ჯახი ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. მერვედფინალური წყვილის პირველ დაპირისპირებას "სტადიო ოლიმპიკო" უმასპინძლებს.

    Facebook კომენტარები