17-04-2022

როგორ მდგომარეობაშია "რუბინი" ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემდეგ - მყისიერი შედეგი

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, FIFA-მ რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებს ჩემპიონატის უპრობლემოდ დატოვების საშუალება მისცა, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიყენა.
ქართველი გარემარბი ბათუმის "დინამოს" შეუერთდა და კლუბს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმარება.
გარდა კვარაცხელიას წასვლისა, "რუბინი" დატოვეს ჰაკსაბანოვიჩმა, დრეიერმა და სხვებმაც, რამაც კლუბი საშინელ სიტუაციაში ჩააგდო.
ყაზანელებმა ბოლო 4 მატჩი დათმეს და გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ.
ცნობისთვის, "რუბინს" მომდევნო შეხვედრა გასვლაზე, მოსკოვის "სპარტაკთან" აქვს და წაგების შემთხვევაში, უდიდესი ალბათობით, მე-13 ადგილზე გადავა.
ტეგები:
Facebook კომენტარები