• 18-11-2023
    ჰოლანდი შოტლანდიასთან მატჩში არ ითამაშებს
    ჰოლანდი შოტლანდიასთან მატჩში არ ითამაშებს
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ სიტის" ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა ფარერების კუნძულებთან გამართულ ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო.

    23 წლის ცენტრფორვარდის დაზიანება სერიოზული არაა, თუმცა იგი შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ჩასატარებელ შეხვედრას მაინც გამოტოვებს. ამის შესახებ ერლინგმა თავად დაპოსტა სოციალურ ქსელში:

    "სამწუხაროდ, შოტლანდიასთან ხვალინდელ მატჩს გამოვაკლდები. ბიჭებს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ახლა მკურნალობა და მოედანზე რაც შეიძლება მალე უნდა დავბრუნდე."

    გლაზგოში გასამართ ჯახს სატურნირო დატვირთვა დაკარგული აქვს. უკვე გადაწყვეტილია, რომ A ჯგუფიდან ესპანეთი და შოტლანდია გავიდნენ, ნორვეგია კი ერთა ლიგის იმედზეღაა.

    ის ამბავი, რომ ერლინგი ხვალ დაისვენებს, "სიტიში" ძალიან უნდა ახარებდეთ. მომდევნო უქმეებზე "სიტიზენებს" "ლივერპულთან" ელით დაპირისპირება, პეპ გვარდიოლას კი იქ ჰოლანდი აუცილებლად დასჭირდება,

    ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში ნორვეგიელმა 17 გოლით გამოიჩინა თავი.

    Facebook კომენტარები