• 22-06-2023
    ნეაპოლში საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს - რა ბედი ელით კვარაცხელიასა და ოსიმენს
    ნეაპოლში საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს - რა ბედი ელით კვარაცხელიასა და ოსიმენს

    როგორც მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კრისტიან ჯუნტოლის “ნაპოლის” დატოვება სურდა.

    საბოლოო ჯამში, ეს ინფორმაცია სიმართლე გამოდგა. ჯუნტოლი “პარტენოპეიასთან” კონტრაქტს უახლოეს მომავალში გაწყვეტს და “იუვენტუსს” შეუერთდება.

    La Gazzeta Dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” რჩება. მეტიც, ახალგაზრდა მოთამაშე “პარტენოპეისთან” 2028 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს.

    ახალი ხელშეკრულების თანახმად, კვარაცხელიას ხელფასი 2.5 მილიონი ევრო გახდება.

    ცნობისთვის, ხვიჩასთან ერთად გუნდში დარჩენის გადაწყვეტილება ვიქტორ ოსიმენმაც მიიღო, რომელმაც “ნაპოლისთან” +2 წლით გააფორმა კონტრაქტი.

    ასე რომ, “ნაპოლის” 2022/2023 წლების სეზონში დიდი გეგმები აქვს.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ნაპოლი” ახალი სეზონისთვის მზადებას 12 ივლისს დაიწყებს.

    Facebook კომენტარები