• 22-04-2024
    მარტის შემდეგ საუკეთსოა! - მიქაუტაძე მბაპეს ჯობნის
    მარტის შემდეგ საუკეთსოა! - მიქაუტაძე მბაპეს ჯობნის

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ბოლო პერიოდში ჩინებულ ფორმაში იმყოფება.

    ქართველმა თავდამსხმელმა გასული ტურის შეხვედრაში “ლე ავრის” წინააღმდეგ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და თავის გუნდს უმნიშველოვანესი 3 ქულა მოუპოვა.

    საგულისხმოა, რომ 1 მარტის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირია. ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე 7 გატანილი გოლია და ის პსჟ-ს სუპერვარსკვლავს, კილიან მბაპეს 1 გოლით უსწრებს.

    ცნობისთვის, მიქაუტაძის ანგარიშზე ამჟამად ლიგა 1-ში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 10 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

    Facebook კომენტარები