• 26-04-2024
    "ეს ყველაფერს აიოლებს" - სანიოლმა ფრანგულ გამოცემას ინტერვიუ მისცა
    "ეს ყველაფერს აიოლებს" - სანიოლმა ფრანგულ გამოცემას ინტერვიუ მისცა
    Author of the article
    Aa

    საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ფრანგულ RMC Sport-ს ინტერვიუ მისცა. "ჯვაროსანთა" მესაჭემ ევრო 2024-ის მიზნებსა და თავისი გუნდის შემადგენლობის შესახებ ისაუბრა.

    "წელიწადის 7 თვეს საქართველოში ვატარებ. ეს პატივისცემის საკითხია. ვერ გაეცნობი ქვეყანას და ვერ მოიპოვებ მისი და კლუბების მხარდაჭერას, თუ იქ საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში არ იქნები.

    მიზნები ევროპის ჩემპიონატზე? პირველი მიზანი მოსამზადებლად სპარინგ-პარტნიორების მონახვაა. როცა ნაკრებში მუშაობ ან შენთვის 200 ფეხბურთელი არაა ხელმისაწვდომი, მეტი ყურადღება ტაქტიკას უნდა დაუთმო. ჩემს განკარგულებაში არსებულ ფეხბურთელებთან ადაპტაციას ვცდილობ. ბურთთან ერთად მათ ყოველთვის წინსვლა უნდათ. აქედან გამომდინარე, მოედანზე დაცვითი ბლოკის ყოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ბურთის დაბრუნებიდან მალევე გადავიდეთ იერიშზე.

    ნაკრებში 4 მცველი გვყავს. დანარჩენები ან შემტევი ნახევარმცველები არიან და ან თავდამსხმელები. ამ მოცემულობაზე მორგებას ვცდილობ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მეკარისა (გიორგი მამარდაშვილი) და ძალიან კარგი თავდამსხმელის (ხვიჩა კვარაცხელია) ყოლა ყველაფერს აიოლებს," - განაცხადა სანიოლიმ.

    შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იასპარეზებს. ჩვენი მეტოქეები პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის ეროვნული გუნდები იქნებიან.

    პირველ მატჩს სანიოლის შეგირდები 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

    Facebook კომენტარები