• 11-05-2022
    "დინამო" - "საბურთალოს" გულშემატკივრები მხოლოდ მოსაწვევებით დაესწრებიან
    "დინამო" - "საბურთალოს" გულშემატკივრები მხოლოდ მოსაწვევებით დაესწრებიან

    ხვალ, 12 მაისს, საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით "საბურთალო" გათამაშების ლიდერ ბათუმის "დინამოს" რუსთავში უმასპინძლებს. 


    ამ მატჩთან დაკავშირებით თბილისური კლუბის სოციალური ქსელის გვერდზე სპეციალური განცხადება დაიწერა:

    "გეცოდინებათ, რომ "საბურთალოსა“ და ბათუმის "დინამოს“ მატჩი რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში ჩატარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს ეროვნულ ლიგაში რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, მატჩის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით შეხვედრაზე დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მცირე რაოდენობის “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოს” ქომაგი, რომლებიც ისარგებლებენ სპეციალურად დამზადებული მოსაწვევებით."

    ცნობისთვის, გუნდებს შორის დაპირისპირება სტარტს 17:00 საათზე აიღებს.

    Facebook კომენტარები