• 14-03-2024
    კვარას ტრანსფერი - რა ხდება რეალურად!
    კვარას ტრანსფერი - რა ხდება რეალურად!

    ერთ-ერთი საფეხბურთო სააგენტო, "Hitc" "ნაპოლის" ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, "მანჩესტერ სიტი" ქართველ ვინგერს აქტიურად აკვირდება.

    ასევე ცნობილია, რომ "პარტენოპეის" ამ ზაფხულს ხვიჩას გაყიდვა არ სურს, რადგან ვიქტორ ოსიმენის გუნდიდან წასვლა ფაქტიურად გადაწყვეტილია, აურელიო დე ლაურენიტისი კი 2 ლიდერს ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე არ შეელევა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ კვარას კონტრაქტის გახანგრძლივება და პირობების გაუმჯობესება ნეაპოლური კლუბის დღის წესრიგში დგას.

    Facebook კომენტარები