"არსენალმა" ვენგერის შემცვლელი იპოვა

2-12-2016, 19:52

დღეს უცხოურ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ბრიტანული გამოცემა Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალში" დიდი ცვლილება იგეგმება. წყაროს ცნობით, "მეთოფეები" არსენ ვენგერის ჩანაცვლებას "რედ ბულ ლაიფციგის" მთავარი მწვრთნელით, რალფ ჰანსერჰუტით გეგმავენ. ლონდონელთა ინტერესი ავსტრიელმა სპეციალისტმაც დაადასტურა.

"ეს სიმართლეა. მე მართლაც მაქვს შემოთავაზებები ინგლისიდან. ეს ჩემს რეპუტაციას ლახავს?"

"მე და ჩემი გუნდი ახლა არ ვფიქრობთ ამაზე. მე ვიპოვე ჩემი ადგილი სწორედ აქ და ლაიფციგში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ." - განაცხადა 49 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "რედ-ბულ ლაიფციგი" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლად ლიდერობს ბუნდესლიგის ცხრილს.



  • tsandro
  • 2 დეკემბერი 2016 21:46
ცუდი იქნება თ წავა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით