დევიდ ლუიზი: "ჩვენი ძალა და ხასიათი გამოვავლინეთ"

3-12-2016, 23:36

ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელმა დამცველმა, დევიდ ლუიზმა, "სიტის" 1-3 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ეს იყო უდიდესი თამაში, ამ შეხვედრას მთელი პრემიერ ლიგა ელოდა. ჩვენ გამოვავლინეთ ჩვენი ძალა და ხასიათი, გამარჯვებით ძალიან ბედნიერები ვართ. აგუეროს ეპიზოდი? ამაზე საუბარი არ მსურს. აგუერო უდიდესი ფეხბურთელია."

"მინდა ეს გამარჯვება მივუძღვნა იმ ბრაზილიელებს და მათ ოჯახებს, რომლებიც გარდაიცვალნენ ავიაკატასტროფაში." - განაცხადა ლუიზმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით