08-07-2023
ტორე ბევრს შრომობს! - რა გეგმები აქვს პაბლოს
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, გასულ სეზონში კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა მოთამაშეს, პაბლო ტორეს ძალიან ცოტა სათამაშო დრო მიეცა.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტორე არდადეგების დროს თავისი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს.
ახალგაზრდა ფეხბურთელს სურს, რომ კუნთოვანი მასა გაიზარდოს და პრესეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
ცნობისთვის, პაბლომ გასულ სეზონში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.
ტეგები:
Facebook კომენტარები