• 11-07-2023
    სად წავა ჩაკვეტაძე, თუ "მეცში" ტრანსფერი ჩაიშლება - ქართველს ახალი მსურველი ჰყავს!
    სად წავა ჩაკვეტაძე, თუ "მეცში" ტრანსფერი ჩაიშლება - ქართველს ახალი მსურველი ჰყავს!
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ბელგიური "გენტის" ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე გუნდის გამოცვლასთან ძალიან ახლოსაა.

    გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაკვე ფრანგულ "მეცს" ერთწლიანი იჯარით შეუერთდებოდა. ტრანსფერი გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა მოგვიანებით გაჟღერებული ცნობის მიხედვით, ლიგა ერთში აღზევებული კლუბის თავკაცმა მოსაფიქრებლად 48 საათი ითხოვა.

    48-საათიანი ვადა ხვალ გავა, მაგრამ სანამ ფრანგები ფიქრობენ, საქმეში თურქული "ტრაბზონსფორი" ჩაერთო.

    როგორც ირკვევა, "ტრაბზონსფორი" მზადაა, გიორგი 1 წლით ინათხოვროს, ხოლო როცა საბოლოოდ გადაწყვეტს მის გამოსყიდვას, 5 მილიონი ევრო გადაიხადოს. "მეცი" ამაზე გაცილებით ნაკლებ თანხას იხდის.

    ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ 23 წლის ფეხბურთელს ვარიანტები აქვს და "გენტში" არ დარჩება.

    გასული სეზონი ჩაკვემ ბრატისლავის "სლოვანში" გაატარა. 47 მატჩში მისი მონაგარი 1 გოლითა და 9 ასისტით შემოიფარგლა.

    Facebook კომენტარები