• 11-07-2023
    დე ლაურენტისი: "ოსიმენის ყიდვა მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთ კლუბს შეუძლია"
    დე ლაურენტისი: "ოსიმენის ყიდვა მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთ კლუბს შეუძლია"

    იტალიური "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავისი კლუბის ნიგერიელი ვარსკვლავის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

    24 წლის ცენტრფორვარდს უამრავი მსურველი ჰყავს, თუმცა ლაურენტისი ფიქრობს, რომ ოსიმენის ყიდვა მხოლოდ "პარი სენ-ჟერმენს" შეუძლია.

    "ერთადერთი კლუბი, რომელსაც შეუძლია, რომ თავს ოსიმენის ყიდვის უფლება მისცეს, "პარი სენ-ჟერმენია". თუ ნასერ ალ-ხელაიფი დაახლოებით 200 მილიონ ევროს შემოგვთავაზებს...

    დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე მაინც ვფიქრობ, რომ ვიქტორი ჩვენთან დარჩება," - თქვა დე ლაურენტისმა.

    როგორც ჩანს, "ნაპოლი" სერია ა-ს 2022/2023 წლების სეზონის საუკეთესო თავდამსხმელს 200 მილიონ ევროდ აფასებს. გარდა "პსჟ-სა", ოსიმენს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსისაც" უკავშირებენ.

    გასულ სეზონში ნიგერიელმა 31 გოლი გაიტანა.

    Facebook კომენტარები