• 16-07-2023
    რონალდუ გინესის წიგნში შევიდა
    რონალდუ გინესის წიგნში შევიდა

    მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, კრიშტიანუ რონალდუ გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. 

    "Forbes" მონაცემებით 2022 წლის პირველი მაისიდან 2023 პირველ მაისამდე კრიშტიანუმ 136 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 

    ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელი 2023 წლის ყველაზე ანაზღაურებადი სპორტსმენია, სწორედ ამ სტატუსით შევიდა ის რეკორდების წიგნში. 

    აქვე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული რეკორდი აქამდე გამომუშავებული 130 მილიონი დოლარით ლიონელ მესის ეკუთვნოდა.

    Facebook კომენტარები