• 20-07-2023
    რაფინია და "მანჩესტერ სიტი" - რა ხდება რეალურად
    რაფინია და "მანჩესტერ სიტი" - რა ხდება რეალურად
    Author of the article
    Aa

    Footmercato-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ სიტი" "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევით, რაფინიათი დაინტერესდა. წყაროს თანახმად, "ქალაქელები" 26 წლის გარემარბს რაფინიას შესაძლო შემცვლელად განიხილავენ.

    აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს SPORT-მაც დაწერა.

    ჟურნალისტ ტონი ხუანმარტის თქმით, რაფინიამ და "ბლაუგრანამ" "სიტიზენთა" შესახებ არაფერი იციან. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემტევი სხვა ინგლისურ კლუბებს იმაზე გაცილებით მეტად სურთ, ვიდრე ამას ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულზე ვიტყოდით.

    ბრაზილიელი "ბარსელონაში" ბედნიერია. ჩავიმ მას ნდობა უკვე გამოუცხადა. 

    რაფინია ახლა მხოლოდ კატალონიურ გრანდზე ფიქრობს, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ის გუნდს არ შეიცვლის.

    შეგახსენებთ, რომ რაფინია "ბლაუგრანამ" 2022 წლის ივლისში, "ლიდს იუნაიტედიდან" შეიძინა. იორკშირელებს 26 წლის შემტევში 58 მილიონი ევრო გადაუხადეს. გასულ სეზონში რაფინიამ თავი 10 გოლითა და 12 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები