რა გააკეთა კლოპმა, როდესაც კარიუსმა საჯარიმოში უელბეკის მოტყუება სცადა

28-08-2017, 12:33

გუშინ პრემიერ ლიგის მე-3 ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე ლონდონის "არსენალს" უმასპინძლა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 4-0 დაამარცხა.

მიუხედავად დამაჯერებელი გამარჯვებისა, "მერსესაიდელების" მეკარე ლორის კარიუსი საკმაოდ დაბნეული გამოიყურებოდა და "არსენალის" ფეხბურთელებთან საკუთარ საჯარიმოში 3-ჯერ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რაც კინაღამ გოლის ფასად დაუჯდა, თუმცა საბოლოოდ მას ბედმა მაინც არ უმტყუნა.

რაც შეეხება, "წითლების" მწვრთნელს იურგენ კლოპს, რომელიც მსგავსი მომენტების დროს საკმაოდ ემოციურია, ყველასგან გასაკვირად სიმშვიდე შეინარჩუნა და როგორც ფანები სოციალურ ქსელებში წერენ, კარიუსის ამ მომენტის შემდეგ, ის გულშემატკივრებისკენ შებრუნდა და უთხრა, რომ დამშვიდებულიყვნენ რადგან განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 28 აგვისტო 2017 12:33
სასწაულებს აკეთებდა

  • lovebarca
  • 28 აგვისტო 2017 14:14
ეგ რა არის ეს ნახეთ https://www.youtube.com/watch?v=qqNx3iluiEM smile

ციტატა: lovebarca
ეგ რა არის ეს ნახეთ https://www.youtube.com/watch?v=qqNx3iluiEM smile

joy joy joy joy joy joy joy

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით