ექიმი:"აგუერო დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება"

4-10-2017, 16:20

არგენტინის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი სერხიო აგუერო ამსტერდამში მომხდარი ავარიის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმის თქმით, სერხიოს დაზიანებები უმნიშვნელო არ არის და ამიტომაც მას დასვენება მინიმუმ ექვსი კვირით მოუწევს.

"კუნი ემოციურად საკმაოდ ცუდადაა, რადგან მას გუნდში ყოფნა და ჩვენი დახმარება სურს. აგუერო მინიმუმ თვენახევარს დაისვენებს. ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და სახლის დატოვებაც კი არ შეუძლია . მისთვის ეს ყველაზე რთულია", - განაცხადა ვილიან დონატომ.




ავტორი ლუკა ალავიძე

  • messi10
  • 4 ოქტომბერი 2017 16:21
ნეტა მისი კარიერის დასასრული არ იყოს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით