"სუპერ-კომპიუტერმა" პრემიერლიგის ფავირიტი დაასახელა!

6-10-2017, 17:27

პრემიერლიგაში უკვე 7 ტური გავიდა და გამოიკვეთა იმ გუნდების სია, რომლებიც ჩემპიონობისთვის ან ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. თუმცა, ალბათ მაინც ძნელია იმ გუნდის დასახელება, რომელიც ასე ნანატრ თასს აწევს.

თუმცა ეს რთული სულაც არ აღმოჩნდა "სუპერ კომპიუტერისთვის". ეს გახლავთ პროგრამა, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს იმას, თუ რომელი გუნდი დაახლოებით რომელ ადგილზე დაასრულებს სეზონს.

მოგეხსენებათ, ამჟამინდელ ცხრილს მანჩესტერული გუნდები 19-19 ქულით ლიდერობენ. "სუპერ კომპიუტერის" აზრით კი სეზონის ბოლოს ორივე გუნდს თანაბარი, 103-103 ქულა ექნებათ. საბოლოოდ ტიტულს კი "სიტი" დაისაკუთრებს ბურთების უკეთესი შეფარდებით. მათ გარდა ჩემპიონთა ლიგაზე ასევე ლონდონის "ჩელსი" და მისი თანაქალაქელი "ტოტენჰემი" გავლენ.

რაც შეეხება გასავარდნ ზონას, კომპიუტერმა "კრისტალ პალასი" უშანსოდ, 9 ქულით "გააგდო". მის გარდა კი, ჩემპიონშიფში დაქვეითებას "ბორნმუთსა" და "სუონსის" უწინასწარმეტყველებენ.

  • tsandro
  • 6 ოქტომბერი 2017 17:30
პალასმა ანტირეკორდი დაამყარა :დ

  • lovebarca
  • 6 ოქტომბერი 2017 18:43
ადმინი რომელია?

  • Barca-Fan
  • 7 ოქტომბერი 2017 21:24
ლა ლიგაზეც ცადონ

ციტატა: Barca-Fan
ლა ლიგაზეც ცადონ

ხო საინტერესო იქნება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით