11 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში პსჟ გასვლაზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება და პარიზული გუნდის რიგებში ტურნირზე პირველად ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია. შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ და მცველმა ნუნუ მენდეშმა ისაუბრეს.
ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ „ბრესტთან“ თამაში ყოველთვის რთული და საინტერესოა, მუშა გუნდია, პსჟ-ის ფეხბურთელები ზედმეტად თავდაჯერებულები არ არიან, ადვილი დაპირისპირება არ ელით, მაგრამ გართულებას თავი უნდა აარიდონ, ხვალ მიზანი გამარჯვებაა, ამისათვის კი დაცვაში უკეთ გარჯა მართებთ. ესპანელი სპეციალისტის თქმით, მისთვის პრიორიტეტულები მუდამ ტექნიკური
ფეხბურთელები არიან, დემბელეს სტატისტიკა წარმოუდგენელია და მას სხვა შემტევები და მათ შორის „კვარა“ უკეთებენ გადაცემებს.
მენდეშს კითხვა დაუსვეს, როგორ ურთიერთმოქმედებს მარცხენა ფლანგზე ახალწვეულ ქართველთან, რაზეც პორტუგალიელმა უპასუხა: „ის კარგი მოთამაშეა, ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რათა მოედანზე თავი უკეთ იგრძნოს. ერთი ერთზე თამაშისას ძლიერია, ვცდილობ უნარების გამოსაყენებლად კარგი პასები გავუკეთო. იგივეს ვიტყვი ბარკოლაზე, რომელიც ასევე ძლიერია ერთი ერთზე“.
ხვიჩას შესახებ „ეკიპი“ წერს, რომ ჯერ სრულად თავისი პოტენციალი ვერ წარმოაჩინა, 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და მთლიანობაში არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა, რაც გასაკვირი არ არის და შეშფოთებას არ იწვევს.
„ითამაშებს თუ არა თავიდანვე კვარაცხელია „ბრესტთან“? საკუთარი თავისთვის ამ კითხვის დასმა იმის ხაზგასმას ნიშნავს, რომ პასუხი ცხადი არ იქნება და პსჟ-ს მაისურით ქართველის პირველი ნაბიჯები ძირითად შემადგენლობაში ადგილის გარანტიას არ აძლევს“, - აღნიშნავს გამოცემა.
„სპორტი“ ხაზს უსვამს, რომ მოწინააღმდეგის მცველებმა განსაკუთრებული ყურადღება „კვარას“ უნდა მიაქციონ, რომელიც ლიგა 1-ში პირველი გოლის შემდეგ ისევ გატანას იმედოვნებს.
„პარიზიენის“ ვარაუდით ლუის ენრიკეს თერთმეტეული ასეთი იქნება: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, დუე, ბარკოლა, კვარაცხელია, დემბელე.
მატჩი გენგამის „სტად დიუ რუდურუზე“ თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
 ეროვნული ნაკრები
 ეროვნული ნაკრები საქართველოს თასი
 საქართველოს თასი ლეგიონერები
 ლეგიონერები დინამო თბილისი
 დინამო თბილისი დინამო ბათუმი
 დინამო ბათუმი იბერია 1999
 იბერია 1999 სამტრედია
 სამტრედია გაგრა
 გაგრა ტორპედო
 ტორპედო თელავი
 თელავი სამგურალი
 სამგურალი შუქურა
 შუქურა დილა
 დილა ჩემპიონთა ლიგა
 ჩემპიონთა ლიგა ევროპა ლიგა
 ევროპა ლიგა კონფერენს ლიგა
 კონფერენს ლიგა პრემიერ ლიგა
 პრემიერ ლიგა მსოფლიო ჩემპიონატი
 მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონატი
 ევროპის ჩემპიონატი ერთა ლიგა
 ერთა ლიგა ლა ლიგა
 ლა ლიგა სერია ა
 სერია ა ბუნდესლიგა
 ბუნდესლიგა ლიგა 1
 ლიგა 1 ერედივიზიონი
 ერედივიზიონი მანჩესტერ იუნაიტედი
 მანჩესტერ იუნაიტედი ლივერპული
 ლივერპული მანჩესტერ სიტი
 მანჩესტერ სიტი ჩელსი
 ჩელსი არსენალი
 არსენალი ტოტენჰემი
 ტოტენჰემი რეალი
 რეალი ბარსელონა
 ბარსელონა ატლეტიკო
 ატლეტიკო სევილია
 სევილია ვალენსია
 ვალენსია იუვენტუსი
 იუვენტუსი ნაპოლი
 ნაპოლი მილანი
 მილანი ინტერი
 ინტერი რომა
 რომა ლაციო
 ლაციო ბაიერნი
 ბაიერნი დორტმუნდი
 დორტმუნდი ლაიფციგი
 ლაიფციგი პსჟ
 პსჟ ლიონი
 ლიონი მონაკო
 მონაკო მარსელი
 მარსელი აიაქსი
 აიაქსი ბენფიკა
 ბენფიკა პორტუ
 პორტუ

 
      
         
      
         
      
         
      
         
      
         
    
    
 
                    
 
    
    
     
    
    
 
                    
 
    
    
     
    
    
 
                    
 
    
    
     
    
    
 
                    
 
    
    
     
    
    
 
                    
 
    
    
    