10 საუკეთესო მეკარე მიმდინარე სეზონში (სტატისტიკა)

17-10-2017, 13:43

რა საკვირველია, როდესაც მსგავსი სახის სტატისტიკები ვლინდება, პირველ პოზიციას ყოველთვის მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი მეკარე მანუელ ნოიერი იკავებს, რომელიც ზედიზედ 4 წელია ევროპაში საუკეთესო კიპერის წოდებას ინარჩუნებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მას ტერფი აქვს მოტეხილი და სეზონის ძირითად ნაწილს საავადმყოფოში ატარებს, იგი ევროპელ მეკარეთა ტოპ 10-ეულში საერთოდ ვერ მოხვდება და ამჯერად ადგილს თავის კონკურენტებს დაუთმობს. ამრიგად წარმოგიდგენთ, ევროპის მასშტაბით საუკეთესო მეკარეთა 10-ეულს, მათი სტატისტიკის მიხედვით მიმდინარე სეზონში.

10. ალფონს არეოლა - "პარი სენ ჟერმენი"თამაში: 9
სეივი: 14
მშრალად შენახული კარი: 5

წინა სეზონში "ვილიარეალში" განათხოვრებულმა არეოლამ ლა ლიგაში თავი დიდებულად წარმოაჩინა, რის გამოც პარიზულმა კლუბმა ფეხბურთელი კვლავ უკან დაიბრუნა. პარიზში დაბრუნებული არეოლა კი "პსჟ-ს" ნომერ პირველი ნომერი მეკარე გახდა და ძირითადი შემადგენლობიდან გერმანელი კევინ ტრამოი ამოაგდო. მიმდინარე სეზონში ალფონს არეოლა იმდენად კარგად გამოიყურება, რომ თუ ჰუგო ლორისი საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი არ იქნება, მან ნამდვილად უნდა იფიქროს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვასთან დაკავშირებით.


9. ედერსონი - "მანჩესტერ სიტი"თამაში: 8
სეივი: 9
მშრალად შენახული კარი: 4


ახალგაზრდა ბრაზილიერი მეკარე, რომელიც "ქალაქელებს" პორტუგალიური "ბენფიკადან" შეუერთდა, "მანჩესტერ სიტის" ნამდვილ ლიდერად იქცა. მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი გამოცდილ კლაუდიო ბრავოს ჩამოართვა და ყველას დაუმტკიცა, რომ იგი კლუბში ახლა უკვე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს. ედერსონის პლიუსი გარდა კარგად მოგერიებული ბურთებისა, ასევე დახვეწილი ფეხის თამაში და მოედნის კარგი ხედვაა, რომელიც მან "ლივერპულის" წინააღმდეგ გამოავლინა, როდესაც მის პირისპირ გამოსულ სადიო მანეს დასწრებაზე ეთამაშა და გუნდი საჯარიმოს მისადგომებთან გოლისგან იხსნა.

8. ჰუგო ლორისი - "ტოტენჰემი"თამაში: 8
სეივი: 9
მშრალად შენახული კარი: 5


ჰუგო ლორისი რომელიც საფრანგეთის ნაკრების და ლონდონის "ტოტენჰემის" კაპიტანია, მიმდინარე სეზონში საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება. იგი "მამლებისთვის" მნიშვნელოვანი ფიგურაა და განსაკუთრებით გადამწვეტ მომენტებში მან ლონდონელებს არაერთხელ მოუპოვა საჭირო ქულები. ჰარი კეინთან ერთად ის უდიდეს როლს ასრულებს "ტოტენჰემის" ტოპ 4-ეულში მოხვედრაში.

7. ალისონი - "რომა"თამაში: 7
სეივი: 26
მშრალად შენახული კარი: 4


ალბათ ცოტამ თუ იცოდა რამდენიმე წლის წინ "რომას" ბრაზილიელი მეკარის ალისონის შესახებ, თუმა იტალიურ კლუბში განსაკუთრებული თამაშის შემდეგ ის საკმაოდ ცნობილი მეკარე გახდა. ალისონმა რომაელებთან ერთად კარგი ასპარეზობის გამო ბრაზილიის ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი. მას სერია ა-ში 26 სეივი აქვს, რითაც მე-2 "რომას" ისტორიაში ამ რეკორდული მაჩვენებლით.

6. სამირ ჰანდანოვიჩი - "ინტერი"თამაში: 8
სეივი: 19
მშრალად შენახული კარი: 4


გამოცდილი სლოვენიელი მეკარე ნამდვილი ლიდერია მილანის "ინტერისთვის". მოედნის კარგი ხედვით და საუკეთესო დაცვითი თამაშით, სამირ ჰანდანოვიჩი სერია ა-ს მიმდინარე სეზონში პირველი მეკარეა, რომელიც საკუთარ კარს იდეალურად იცავს. ასევე ის მე-2 ადგილზეა მოგერიებული თერთმეტმეტრიანი დარტყმებით იტალიაში 2012/13 წლების სეზონიდან დღემდე. მის ანგარიშზე 9 მოგერიებული პენალტია.

5. მარკ ანდრე ტერ შტეგენი - "ბარსელონა"თამაში: 8
სეივი: 12
მშრალად შენახული კარი: 5


მარკ ანდრე ტერ შტეგენი სწორედ ის პორვნებაა, ვინც გერმანიის ნაკრებში მანუელ ნოიერის პირველ ნომრიან მაისურს წლების შემდეგ თავად მოირგებს. გერმანელი მეკარე დიდებულად იგერიებს თავისი კარისკენ დარტყმულ ბურთებს, მაგრამ მისი უდიდესი პლიუსი ფეხით თამაში და უზუსტესად შესრულებული პასებია, რომლითაც ის ნოერს თუ არ ჯობია არაფრით ჩამოუვარდება. ის ბურთით ისე გამოიყურება, როგორც ნახევარდაცვაში მოთამაშე ფეხბურთელი.

4. ჯანლუიჯი ბუფონი - "იუვენტუსი"თამაში: 6
სეივი: 9
მშრალად შენახული კარი: 2


შესაძლოა ლეგენდარული ჯიჯი ბუფონი ახლა ფორმის პიკში არაა, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერავინ მივა მის დონემდე თავისი გამოცდილებით, რაც 39 წლის იტალიელ მეკარეს გააჩნია. მიუხედავად ასაკისა, ჯიჯი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე დგას და ურთულესი ბურთების მოგერიებას დღემდე ახერხებს.

3. ტიბო კურტუა - "ჩელსი"თამაში: 8
სეივი: 18
მშრალად შენახული კარი: 3


ლონდონის "ჩელსის" გიგანტი მეკარე, როგორც ყოველთვის წელსაც კარგად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ 3-ჯერ აქვს საკუთარი კარი მშრალად შენახული, "ჩელსის" არა სტაბილური ასპარეზობის გამო იგი მაინც ჩინებულად იცავს კარს და თავისი უზარმაზარი ზომის გამო ძალიან ხშირად თითქმის "მკვდარ" ბურთებსაც კი იგერიებს ხოლმე.

2. იან ობლაკი - "ატლეტიკო"თამაში: 8
სეივი: 22
მშრალად შენახული კარი: 4


აღნიშნულ სიაში იან ობლაკი "ბენფიკას" მეორე ყოფილი ფეხბურთელი და მე-2 სლოვენიელი მეკარეა. ობლაკის ასპარეზობა მადრიდის "ატლეტიკოში" ნამდვილად შექების ღირსია. მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკოს" ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს, ახალგაზრდა მეკარეს ხშირად უწევს თამაშში ჩაბმა და ურთულესი ბურთების მოგერიება.

1. დავიდ დე ხეა - "მანჩესტერ იუნაიტედი"თამაში: 8
სეივი: 19
მშრალად შენახული კარი: 7


დავიდ დე ხეა გასული უღიმღამო სეზონის შემდეგ საკმაოდ ძლიერად გამოიყურება და ნოერს ტრამვა, რომ არ ჰქონდეს მასთან მაინც დიდი კონკურენციის გაწევა მოუწევდა. ესპანელ მეკარეს კარი 7-ჯერ აქვს მშრალად შენახული და მიუხედავად იმისა, რომ "ემიუს" ამ სეზონში მხოლოდ 2 გოლი აქვს გაშვებული, დე ხეა მოწოდების სიმაღლეზეა და "ემიუს" ასეთი სტატისტიკა სწორედ მისი დამსახურებაა. იგი თითოეულ თამაშში ურთულეს სეივებს აკეთებს, განსაკუთრებით კი მაყურებელს მისი ფეხით მოგერიებული ბურთები ახსენდება.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 17 ოქტომბერი 2017 13:44
დეხეა მაგარ ფორმაშია ცუდია რომ ამ სეზონში ნოიერს არ უმართლებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით