როგორც მოგეხსენებათ, გორის "დილა" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში უკრაინულ "ვორსკლას" დაუპირისპირდება, უკრაინული მედია საკმაოდ დიდი იმედითაა მათ სჯერათ, რომ გორის ბარიერს მარტივად გადალახავენ.
ერთ-ერთი გამოცემა წერს:
"27 ივლისს "დილასა" და "ვორსკლას" მატჩია დაგეგმილი. შეძლებს უკრაინული გუნდი უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას? - ისინი ბოლო 5 ევროპულ საკვალიფიკაციო ეტაპს 4 შემთხვევაში ეგრევე გამოეთიშნენ"
"ახლა პოლტაველებმა, რომლებსაც ვიქტორ სკრიპნიაკი ავარჯიშებთ, მეტოქედ ქართული გუნდი მიიღეს. "დილამ" კვალიფიკაციის პირველ შეხვედრაში დაკ-ი დაამარცხა. ევროთასებზე არსებული ყველა მეტოქიდან ყველაზე ადვილად დასამარცხებელი გუნდი შეგვხვდა"
"ვორსკლას" აქვს ყველა შანსი, მოხვდეს კვალიფიკაციის მე-3 ტურში და საბოლოოდ გაწყვიტოს წარუმატებლობის ჯაჭვი"
"აღსანიშნავია, რომ არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, პოლტავის კლუბი ორჯერ გავიდა ევროპული შეჯიბრებების ჯგუფურ ეტაპზე, კერძოდ, ევროპის ლიგაზე - ეს მოხდა 2011/2012 და 2018/2019 წლების სეზონებში. რაც შეეხება "დილას", ჯგუფურ ეტაპზე არასდროს გასულა - 2-მატჩიან დაპირისპირებაში "ვორსკლასთან" გამარჯვება ქართულ გუნდს ამ მიზანთან დააახლოებს", - წერს წყარო.