მაურო იკარდი: "რეალის" ზარს არც კი ვუპასუხებ"

26-11-2017, 15:51

მილანის "ინტერის" კაპიტანი, მაურო იკარდი არაერთი ევროპული გრანდის ოცნებად იქცა. ეს ყველაფერი არგენტინელი ფორვარდის ბოლოდროინდელმა შედეგებმა განაპირობეს. "სერია ა-ს" მიმდინაე სეზონში ლურჯ-შავების კაპიტანი ბომბარდირთა დავას 15 გატანილი გოლით ლიდერობს.

როგორც იტალიური მედია წერდა, "ინტერის" ცხრიანით ლონდონის "ჩელსი" სერიოზუალად არის დაინტერესებული და ანტონიო კონტე ზამთარში 100 მილიონი ევროს გადახდასაც გეგმავს. თუმცა "არისტოკრატებს" მადრიდის "რეალის" სახით ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა. თვითონ ფეხბურთელი ამ ყველაფერს ყურადღებასაც არ აქცევს და "სან სიროს" დატოვებაზე არც კი ფიქრობს.

"რეალიდან" რომ დამირეკონ, მათ ზარს არც კი ვუპასუხებ. მოედანზე ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამაზე საუბარს იწყებენ. ასეთ რაღაცებზე არ მსურს ლაპარაკი. ახლა ნოემბერია და ჩვენ უკვე სატრანსფერო ფანჯარაზე ვსაუბრობთ". - აცხადებს არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით