უიქენდის 5 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

30-04-2016, 16:16

საფეხბურთო პორტალი FOOTBALLNEWS.GE გთავაზობთ უიქენდის 5 გამორჩეულ მატჩს, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

"საუთჰემპტონი" - "სიტი" (კვირა: 19:30)

რამდენიმე თვის წინ ცნობილი იყო, რომ მანუელ პელეგრინი “მანჩესტერ სიტის” დატოვებდა და მის ნაცვლად პეპ გვარდიოლა მოვიდოდა. იმ პერიოდში გუნდმა ძალიან ცუდი თამაშის ჩვენება დაიწყო, მათ ბევრი ქულა დაკარგეს. ახლა ისინი პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ვეღარ იბრძვიან, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მოახერხეს გასვლა, სადაც მადრიდის "რეალს" ხვდებიან. პირველი მატჩი ინგლისელებმა საკუთარ მოედანზე ფრედ, 0-0 ითამაშეს. სტუმრებს რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, თუმცა ჰარტის ბრწყინვალე თამაშის წყალობით სამეფო კლუბმა გოლის გატანა ვერ მოახერხა. "სიტი" ამჟამად მესამე ადგილზე იმყოფება, თუმცა "არსენალი" იგივე ქულების რაოდენობით მეოთხე პოზიციას იკავებს. ასე რომ, ნებისმიერ თამაშში ფეხის დაცდენამ შესაძლოა ადგილის დაკარგვა გამოიწვიოს. გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეა კონცენტრირებული, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ამ თამაშში პელეგრინიმ ოპტიმალური შემადგენლობა არ გამოიყვანოს. ყურებადობის გარანტია: 80%  

"რეალ სოსიედადი" - "რეალი" (შაბათი: 18:00)

მადრიდის "რეალს" ანოეტაზე ურთულესი თამაში ელის. როგორც ყოველთვის, ამ სტადიონზე თამაში ნებისმიერ გუნდს უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ "სოსიედადს" არც გავარდნა ემუქრება და ვერც ევრო ზონაში მოსახვედრად იბრძვის, სამეფო კლუბს მაინც უდიდეს წინააღმდეგობას გაუწევს. აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანის გუნდი ასევე ჩემპიონთა ლიგაზეა ორიენტირებული. "რეალს" განმეორებითი თამაშის გამართვა ოთხშაბათს უწევს. როგორც იცით, პირველი მატჩი "სიტისთან" გასვლაზე 0-0 ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ "ბლანკოსს" დიდი დანაკლისი აქვს, BBC-ის ტრიოდან მხოლოდ გარეთ ბეილია მწყობრში. კრიშტიანუ და ბენზემა განაცხადს მიღმა დარჩნენ. თუმცა ეს მატჩის უმნიშვნელოვანესია "რეალისთვის". ლა ლიგაში უშუალო კონკურენტებთან ჩამორჩენა თითო-თითო ქულაა და ნებისმიერი წაბორძიკება ცხრილის სათავეში მოხვედრის შანსია. ყურებადობის გარანტია: 82%  

"ბაიერნი" - "გლადბახი" (შაბათი: 17:30)

საკმაოდ საინტერესო თამაში გაიმართება ბუნდესლიგაში. მიუნხენის "ბაიერნს" განაღდებული აქვს თითქმის ვერცხლის სინი, თუმცა "გლადბახი" ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის. "ჰერტასთან" ჩამორჩენა ერთი ქულაა, რომელიც გასვლაზე "ლევერკუზენს" ხვდება და საკმაოდ რთულია თამაშის შედეგის გამოცნობა. ასეა თუ ისე, იმ შემთხვევაში თუ "გლადბახი" "რეკორდმაისტერთან" არ წააგებს, საკმაოდ რეალური შანსი აქვს ბერლინური კლუბის დაწევის. თავის მხრივ, პეპ გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეა ორიენტირებული. როგორც მოგეხსენებათ, ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გასვლაზე 1-0 დათმეს. მთავარი ბრძოლა ალიანს არენაზე ელით. ფაქტია, რომ ურთულესი თამაში იქნება. არაა გამორიცხული, რომ გვარდიოლამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები დაასვენოს და ეს რეალურ შანსს მისცემს "გლადბახს" თუნდაც ქულის მოპოვების. ყურებადობის გარანტია: 84%  

"ჩელსი" - "ტოტენჰემი" (ორშაბათი: 23:00)

ინგლისში საკმაოდ მნიშვნელოვანი დერბი იმართება, სადაც "ჩელსი" სტემფორდ ბრიჯზე "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. ამ მატჩმა შესაძლოა პრემიერ ლიგის გამარჯვებული გამოავლინოს, რადგან "დეზების" ჩამორჩენა "ლესტერთან" შვიდი ქულაა და იმ შემთხვევაში თუ "არისტოკრატებმა" მეტოქე დაამარცხეს, კლაუდიო რანიერის გუნდი ოფიციალურად გახდება პრემიერ ლიგის გამარჯვებული. მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსის" არანაირი მოტივაცია არ გააჩნია, ფაქტი ისაა, რომ "ლურჯები" "ტოტენჰემს" არაფერს არ დაუთმობენ, რადგან ეს ლონდონური დერბია. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა წინა ტურში დასანანი ქულები დაკარგა. მათ უაით ჰართ ლეინზე "ვესტ ბრომვიჩის" დამარცხება ვერ მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და 1-0-ს იგებდნენ, მატჩის მიწურულს სტუმრებმა გოლის გატანა მაინც მოახერხეს და "დეზებს" უმნიშვნელოვანესი ორი ქულა დააკარგვინეს. ყურებადობის გარანტია: 92%  

"მანჩესტერი" - "ლესტერი" (კვირა: 17:05)

პრემიერ ლიგის ყოველი ტურის შემდეგ გულშემატკივართა უდიდესი ნაწილი თვლიდა, რომ რაღაც მომენტიდან “ლესტერი” ქულების დაკარგვას დაიწყებდა და პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას მარტივად გამოეთიშებოდა. როგორც ვხედავთ, ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამას “მელიების” ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც ვერ იფიქრდებდა. კლაუდიო რანიერი წარმატებულ სვლას აგრძელებენ და ისტორიულ ტიტულს კიდევ და კიდევ უახლოვდება. “ლესტერი” მეორეადგილოსან “ტოტენჰემს” 7 ქულით უსწრებს. იმ შემთხვევაში თუ "ტოტენჰემმა" წააგო ან "ლესტერმა" მოიგო, "მელიები" ოფიციალურად გაიფორმებენ პრემიერ ლიგის ტიტულს. თავის მხრივ, "წითელი ეშმაკებისთვისაც" მნიშვნელოვანი მატჩია. ისინი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. ასევე ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ევროპა ლიგის საგზური არ დაკარგონ. ყურებადობის გარანტია: 94% სპეციალურად FOOTBALLNEWS.GE-სთვის მამუკა მამულაშვილი!



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით