პეპ გვარდიოლამ მესის გარშემო აგორებულ ჭორებს ნათელი მოჰფინა

6-12-2017, 12:27

პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბის "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ პრესასთან ლიონელ მესის "სიტიში" ტრანსფერზე ისაუბრა და არგენტინელის გარშემო აგორებულ ჭორებს ნათელი მოჰფინა.

"მანჩესტერ სიტის" და მის ხელმძღვანელობას მესის გადაბირება არც უცდია და არც მომავალში ეცდება, რადგანაც არგენტინელის ოცნება კარიერის "ბარსელონაში" დასრულებაა. დარწმუნებული ვარ, რომ არგენტინელ სუპერვარსკვლავს კლუბის შეცვლა არ უნდა. ის ჩემი მეგობარია, ამაზე ბევრი გვისაუბრია და უფლება არ მაქვს, მის აზრს პატივი არ ვცე. პრესაში ბევრი ტყუილი დაიწერა, ცილს ნუ მწამებთ", - განაცხადა გვარდიოლამ პრესასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის არგენტინელს "ბარსელონას" ფორმა 2001 წლიდან აცვია.



  • messi10
  • 6 დეკემბერი 2017 12:27
მესი არ წავა შანსი არაა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით