ჰარი კეინმა შირერის 22-წლიანი რეკორდი დაამხო

26-12-2017, 18:43

"პრემიერ ლიგის" მე-20 ტურის შეხვედრაში "ტოტენჰემმა" საკუთარ მოედანზე "საუთჰემპტონი" გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში ჰარი კეინმა მორიგი ჰეთ-თრიქი შეასრულა და ამით ალან შირერის რეკორდიც დაამხო.

საქმე იმაშია, რომ 2017 წელს კეინმა 39 გოლი გაიტანა ინგლისის უმაღლესი დივიზიონის მატჩებში. მსგავსი შედეგი ჯერ არასდროს დაფიქსირებულა. აქამდე, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ყველაზე მეტი გოლი ლეგენდარულ ალან შირერს ჰქონდა გატანილი. ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა 1995 წელს 36 გოლი გაიტანა.

დღეიდან ამ რეკორდის მფლობელი "ტოტენჰემის" ლიდერი იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მიმდინარე წლის განმავლობაში კეინმა მე-8 ჰეთ-თრიქი შეასრულა, რაც ბრწყინვალე შედეგია. 

  • AM11
  • 27 დეკემბერი 2017 00:37
dzaan magari fexburtelia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით