• 09-08-2023
    "წინასწარ ამის თქმა რთულია, მაგრამ რეალში..." - რა განცხადება გააკეთა კვარამ
    "წინასწარ ამის თქმა რთულია, მაგრამ რეალში..." - რა განცხადება გააკეთა კვარამ

    საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება.

    მართალია, მისი ტალანტის შესახებ ყველამ კარგად ვიცოდით, თუმცა კვარა ნეაპოლური გუნდის რიგებში საოცრად თამაშობს და მსოფლიოს მასშტაბით უკვე ძალიან ბევრი ქომაგის (და არამარტო) ყურადღება მიიქცია.

    აღსანიშნავია, რომ ხვიჩას ოცნება "რეალში" თამაშია. მან ეს ერთ-ერთ გადაცემაშიც თქვა. გარდა ამისა, წარსულში მან Sport24-თან საუბრისას, როცა მის შესახებ ჯერ კიდევ ცოტამ თუ იცოდა, თქვა, რომ მისი სურვილი სწორედ "სამეფო გუნდში თამაშია.

    "არაერთი ვარიანტი მქონდა, მათ შორის ევროპიდან, თუმცა ჯერ აქ ვარ."

    "დიახ, ევროპაში თამაში ჩემი ოცნებაა. წინასწარ ამის თქმა რთულია, მაგრამ "რეალში" თამაშს ვისურვებდი." - განაცხადა ხვიჩამ.

    აქვე გეტყვით, რომ კვარას ასპარეზობით "მადრიდისტებიც" მოხუბლულები არიან და თავად კარლო ანჩელოტიმაც ქართველის შესახებ ძალიან დადებითად ისაუბრა.

    Facebook კომენტარები