• 14-08-2023
    "რომამ" პარედესის ტრანსფერი დახურა
    "რომამ" პარედესის ტრანსფერი დახურა
    Author of the article
    Aa

    იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ირწმუნება, რომ "რომამ" "პარი სენ ჟერმენის" არგენტინელი ნახევარმცველის, ლეანდრო პარედესის ტრანსფერი დახურა.

    გამოცდილ შუახაზელში "ჯალაროსი" 4 მილიონ ევროს გადაიხდის. ლეანდროს კონტრაქტს ვადა 2025 წლის ივლისამდე გასტანს, თუმცა მასში 1 წლით გახანგრძლივების ოფციაც იქნება ჩადებული.

    28 წლის შუახაზელი იტალიაში სულ მალე გაფრინდება.

    Sky Sport Italia-ს თუ დავუჯერებთ, პარიზი-რომის თვითმფრინავზე ბილეთები აღებული აქვს რენატო სანჩესსაც, რომელიც "მგლებს" იჯარის წესით შეუერთდება. "რომა" მიიღებს პორტუგალიელის გამოსყიდვის უფლებას, "პსჟ" კი იმაზე მუშაობს, რომ რომაელებმა რენატოს გამოსყიდვის ვალდებულება დაიკისრონ.

    "ჯალაროსის" მოედნის ცენტრში ახალი ფეხბურთელების დამატების საჭიროება მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ნემანია მატიჩმა "რენს" მიაშურა.

    შეგახსენებთ, რომ პარედესი გასულ სეზონში ტურინის "იუვენტუსში" იყო განათხოვრებული. "ბიანკონერის" მისი 22 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა და 5 მილიონ ევრომდე თანხის ჯარიმად გადახდა მოუწია.

    Facebook კომენტარები