ნაინგოლანი "რეალთან" მატჩს გამოტოვებს

8-03-2016, 01:36

როგორც მოგეხსენებათ, 8 მარტს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი, სადაც "რეალი" "რომას" უმასპინძლებს. Football Italia-ს ინფორმაციის თანახმად, "მგლების" ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა გუნდის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ლიგის განმეორებით მატჩს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ "რეალმა" "რომა" გასვლაზე 0-2 დაამარცხა და თითქმის გაინაღდა მეოთხედფინალის საგზური.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით