• 20-08-2023
    "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ..." - დე იონგმა "კადისთან" მატჩი შეაფასა
    "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ..." - დე იონგმა "კადისთან" მატჩი შეაფასა
    Author of the article
    Aa

    ლა ლიგის 2023/2024 წლების სეზონში "ბარსელონამ" პირველი გამარჯვება მოიპოვა. კატალონიელებმა "კადისს" უმასპინძლეს და მეტოქე პედრისა და ფერან ტორესის გვიანი გოლების წყალობით დაამარცხეს.

    შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა ფრენკი დე იონგმა, რომელიც კიდევ ერთხელ დასახელდა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად.

    მატჩის შემდეგ ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა მცირე კომენტარიც გააკეთა.

    "ეს გამარჯვება ჩვენი თავდაჯერებისთვისაა მნიშვნელოვანი. მატჩების მოგება უნდა დავიწყოთ. კარგად ვითამაშეთ, თუმცა მეტი ხიფათი უნდა შევქმნათ.

    გუნდში საერთო მიზანი გვაქვს. საგოლე მომენტების შექმნა უნდა განვაგრძოთ და გოლები თავისით მოვა. როცა 70-ე წუთია და გოლი ჯერ გატანილი არ გაქვს, ხვდები, რომ ამის გაკეთება უკვე ძალიან რთული იქნება.

    ბევრი შანსი არ გვქონია, მაგრამ, საბედნიეროდ, გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც გოლის გატანა შეუძლიათ." - თქვა ფრენკიმ.

    შეგახსენებთ, რომ მომდევნო ტურში "ბარსა" "ვილიარეალს" ესტუმრება. მატჩი 27 აგვისტოს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები