"მანჩესტერი" კროოსში 50 მილიონს იხდის

5-03-2016, 23:05

"მანჩესტერ იუნაიტედი" ტონი კროოსის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდება. "წითელი ეშმაკები" მის ნაცვლად 50 მლნ. ევროს გადახდას გეგმავენ, - იუწყება Daily Mail. წყაროს ცნობით, სამეფო კლუბს გერმანელი ნახევარმცველის გუნდიდან გაშვება აქვს გადაწყვეტილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვაინშტაიგერი უკვე ესაუბრა კროოსს და "მანჩესტერში" გადასვლისკენ მოუწოდა. "იუნაიტედმა" კროოსის შეძენა 2014 წელს სცადა, თუმცა გერმანელმა მადრიდის "რეალში" გადაბარგება ამჯობინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით