"ტრაბზონსპორი" კაშიათი დაინტერესდა

3-03-2016, 13:57

საქართველოს ეროვნული ნაკრების და არნემის "ვიტესის" ცენტრალური მცველი, გურამ კაშია ჰოლანდიაში დიდი ხანი აღარ დარჩება.
  “ტრაბზონსპორის” ოფიციალური საიტის ცნობით, შოთა არველაძის ყოფილი გუნდი კაშიათი დაინტერესდა და კლუბის გაძლიერებას ქართველის უნირვესალობით შეეცდება. გურამს თამაში მარჯვენა და ცენტრალურ მცველად შეუძლია, ასევე თემურ ქეცბაია კაპიტანს საყდენ ნახევარმცველადაც იყენებდა, მიმდინარე სეზონი თურქულმა კლუბმა აშკარად ჩააგდო და ახლა სუპერლიგაში მე-14 ადგილს იკავებენ. თურქები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდი თანხის დახარჯვას აპირებენ. აღსანიშნავია, რომ ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ კაშია “ვიტესს” სეზონის ბოლოს დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის კაპიტანია და კონტრაქტი 2020 წლამდე არის გათვლილი. წყარო61saat.com



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით