25-08-2023
ოფიციალურად: მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა
Author of the article
31 წლის გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კატალონიის “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას ესპანური გუნდი ოფიციალურად ადასტურებს.
ტერ შტეგენმა “ბლაუგრანასთან” ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
კონტრაქტის გახანგრძლივებით ტერ-შტეგენი “ბარსელონას” ძალიან დაეხმარა, რადგან ხელფასი მოიკლო და თავის გუნდს ფინანსური პრობლემები მცირედით შეუმსუბუქა.
ცნობისთვის, ტერ-შტეგენი “ბარსელონაში” უკვე მე-10 სეზონია ასპარეზობს.
ტეგები:
Facebook კომენტარები