"პსჟმ" რეკორდი დაამყარა

4-02-2016, 14:33

გუშინ გაიმართა საფრანგეთის ჩემპიონატში 24–ე ტური, სადაც "პსჟმ" უმასპინძლა "ლორიანს" და დამაჯერებლად დაამარცხა ანგარიშით 3–1. ამდენად, "პსჟს" სარანგეთის ჩემპიონატში უკვე 33 ტურია მატჩი არ წაუგია, რაც ახალი რეკორდია საფრანგეთში. პარიზული კლუბის ამგვარი თამაში სატურნირო ცხრილზეც არის ასახული. "პსჟ" დამაჯერებლად 66 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ "მონაკოს" 42 ქულა აქვს მოგროვილი 24 ტურის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ლიგაზე "პსჟ" დაუპირისპირდება "ლონდონის ჩელსის", პირველი მატჩი 16 თებერვალს გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით