“ოქროს ბურთი 2015“ — ვის ერგო ქართველთა ხმები?

11-01-2016, 23:31

მოგეხსენებათ, "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ ვის ერგო ქართველთა ხმები. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა) 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია) 3. რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“, პოლონეთი) საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა) 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია) 3. მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია) საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია) 2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა) 3. ლუის სუარესი („ბარსელონა“, ურუგვაი)



  • boikaaa
  • 5 დეკემბერი 2016 20:43

  • smurti
  • 25 თებერვალი 2017 16:17
sesxebi ერთ საიტზე.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით